1. პროექტის სახელი: საახალწლო ტრადიციები
2. პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით:მოსწავლეები მოიძიებენ მასალას სხვადასხვა ქვეყანაში საახალწლო ტრადიციების შესახებ.
3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად კონტინენტების მიხედვით, მოიძიებენ და შეისწავლიან ამ ტრადიციების დასაწყისს ამა თუ იმ ქვეყანაში, გაარკვევენ და გაეცნობიან იმ უცნაურ და უჩვეულო რიტუალებსა და წეს-ჩვეულებებს, რომლებიც თან ახლავს ამ დღესასწაულს. მოიძიებენ ინფორმაციას სხვადასხვა კალენდრული სისტემის შესახებ; გააკეთებენ ფოტოალბომებს, პრეზენტაციებს. დაავალებენ შედარებით დაბალი კლასის მოსწავლეებს ამ თემაზე ნახატების შექმნას და სკოლაში გააკეთებენ გამოფენას.
4. მონაწილეთა ასაკი/კლასები: 11-15 წელი
5. ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მსჯელობა იმის შესახებ, რომელი ქვეყნის ტრადიცია არის მათთვის უფრო მისაღები, რომელი ყველაზე უცნაური, რომელ ქვეყანაში ისურვებდნენ ახალი წლის შეხვედრას. მუშაობა ინტერნეტში, სიახლეების მოძიება და ერთმანეთისთვის გაზიარება.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: პრეზენტაციების შექმნა, გამოფენის გაკეთება,
Sunday, December 21, 2008
Subscribe to:
Posts (Atom)